ევროპაში ანომალიური სიცივეა

ახალი წლის პირველ კვირას ევროპაში ანომალიური სიცივეები დაფიქსირდა. ყველაზე დაბალი ტემპერატურა ლაპლანდიის მთებში იყო, სადაც სიცივემ -42 ცელსიუსს მიაღწია, თუმცა რეკორდულ მაჩვენებელამდე -52,6 გრადუსამდე ცელსიუსით, ჯერ ბევრი უკლია. “დოიჩე ველეს” ცნობით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა პოლონეთშია, სადაც, უკანასკნელი ორი დღის მანძილზე ათი ადამიანი გარდაიცვალა.
გუშინ, 7 იანვარს იტალიაში სიცივეს 7 ადამიანი ემსხვერპლა. თოვლის გამო პარალიზებულია იტალიის ორი აეროპორტი.
გერმანიაში, ბავარიის მთიან რაიონებში სიცივემ -26,9 გრადუსს მიაღწია. პარალიზებულია ავტომაგისტრალები. რიგ რაიონებში მთავრობა ხალხს თხოვნით მიმართავს მანქანით არ იმოძრაონ.

banner
წინა სტატიაშითურქეთში სირიაში მიმავალი ოთხი ჩეჩენი დააკავეს
შემდეგი სტატიაფლორიდის აეროპორტში სროლის მომწყობმა განაცხადა, რომ მის გონებას აშშ-ს დაზვერვა აკონტროლებს