ევროპაში 0 ევორიანი კუპიურა გამოჩნდა

გერმანიაში, კარლ მაქსის მშობლიურ ქალაქში ეკონომისტის დაბადების დღის 200 წლისთავის აღსანიშნავად 0 ევროიანი კუპიურა დაბეჭდეს. სუვენირი, რომელზეც ფილოსოფოსის პორტრეტია აღბეჭდილი, ადგილობრივმა ტურისტულმა სააგენტომ გამოუშვა -წერს The Local-ი.
კუპიურის პირველი ტირაჟი მარტში დაიბეჭდა და ერთ თვეზე ნაკლებ დროში გაიყიდა. ერთი კუპიურის ღირებულება სამი ევროა. ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელების თქმით, ტირაჟი მთელს მსოფლიოში გავრცელდა ლათინური ამერიკიდან დაწყებული ავსტრალიით დამთავრებული. სააგენტო ახალი ტირაჟის დაბეჭდვას გეგმავს, რომელიც გაყიდვაში 23 აპრილს გავა. ახალი ტირაჟის ემისია 20 ათასი ცალია.

კარლ მაქსი 1818 წლის 5 მაისს ქალაქ ტრირში დაიბადა.

banner
წინა სტატიაშიავღანეთში კიდევ ერთი ტერაქტი მოხდა
შემდეგი სტატიააშშ-მ სომხეთში მიმდინარე პროტესტი შეაფასა