ევროპარლამენტში უკვე გაიგეს, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან სერიოზული – კანდელაკი

ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, ევროპარლამენტარების ერთობლივ წერილს აფასებს.
კანდელაკის თქმით, დიდი დრო დასჭირდა გაყალბების მასშტაბის აღქმასა და ოქმებში არსებული რიცხვების სისტემატიზაციას, თუმცა როგორც კანდელაკი აღნიშნავს, ევროპარლამებტში აქვთ სრული აღქმა, რომ ქართველი ხალხის 31 ოქტომბრის არჩვენებს არ აღიარებს ლეგიტიმურად.
„მთავარი რასაც აჩვენებს ევროპარლამენტის წამყვანი ფიგურების განცხადება, არის ის, ბრიუსელში, ევროპარლამენტში, უკვე გაიგეს, რომ არჩევნების გაყალბების მასშტაბი იყო ძალიან სერიოზული, მართალია დრო დასჭირდა ამ მასშტაბის აღქმას, რადგან ოქმებში არსებული ზღვა რიცხვების სისტემატიზაციას დრო დასჭირდა, მაგრამ განცხადებაც სწორედ ამაზე მეტყველებს, რომ წამყვან ფიგურებს ევროპარლამენტში აქვთ სრული აღქმა იმის, რომ ქართული საზოგადოება 31 ოქტომბრის არჩევნებს ლეგიტიმურად არ აღიარებს. ეს არის მნიშნელოვანი გარემოება და ეს რეალობა საქართველოს მხარდამჭერებში უკვე სახეზეა.“ – განაცხადა კანდელაკმა.

banner
წინა სტატიაშიგრიგოლ ვაშაძე ოპოზიციის საერთო სახელით საერთაშორისო პარტნიორებთან არავითარ მოლაპარაკებას არ აწარმოებდა
შემდეგი სტატიასაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გაიმართა