ევროპარლამენტში შეიქმნება დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც პროპაგანდას გაუწევს ” აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების” ჰუმანიტარულ ინიციატივებს

როგორც აფხაზური მედია იუწყება, უახლოეს პერიოდში ევროპარლამენტში შეიქმნება დეპუტატთა ჯგუფი, რომელიც პროპაგანდას გაუწევს ” აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების” ჰუმანიტარულ ინიციატივებს.
ერთ-ერთი ევროდეპუტატი, რომელიც ამ ჯგუფში შევა, არის იანუშ კორვინ-მიკე. მან “აფხაზურ ინიციატივებს” მხარი დაუჭირა და “აფხაზი კეთილი ნების ელჩები” ბრიუსელში მოსალაპარაკევლად მიიწვია.
“ბევრმა პოლონელმა არ იცის, რომ კავკასიური ერები -აფხაზები, ქართველები და სომხები ქრისტიანები არიან. იქ არის უამრავი ისტორიული ძეგლი, ეკლესია და რაც ყველაზე მთავარია, საჭიროა მათი შენარჩუნება, მათ შორის ქრისტიანული აფხაზეთის მემკვიდრეობის შენარჩუნება”, – დაწერა “ფესბუკის” საკუთარ გვერდზე კორვინ-მიკემ.
მისი აზრით, “აფხაზური ინიციატივა” ფართო რეზონანს გამოიწვევს ევროპარლამენტში.
შეგახსენებთ, 2 ოქტომბერს “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებმა” იუნესკოში ვიდეომიმართვა გააგზავნეს და მოუწოდეს ამ ორგანიზაციას აფხაზეთში ქრისტიანული ძეგლების შენარჩუნების საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობა.

რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთმა ევროპარლამენტის პოლონელმა დეპუტატმა მიხეილ მარუსიკმა მხარი დაუჭირა “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების” ინიციატივას.

“კარგი იქნება თუ ევროპარლამენტი ამ ინიციატივას ყურადღებას მიაქცევს…ჩვენ არ უნდა დავკარგოთ ეს მემკვიდრეობა”, – დაწერა “ფეისბუკის” საკუთარ გვერდზე დეპუტატმა მარუსიკმა.
აფხაზური მედიის ცნობით,  “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები” – ეს არის კამპანია, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის ქრისტიანული მემკვიდრეობის გადარჩენას. მისი მიზანია – იუნესკოს ყურადღების მიქცევა, რათა ამ უკანასკნელმა აღიაროს ისინი მსოფლიო კულტურის საგანძურად.

https://youtu.be/Ham6E67kZbE

https://youtu.be/TjkFmZ0Mn6U

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი მედოევი: სამხრეთ ოსეთი ღიაა თანამშრომლობისთვის და მოხარული იქნება იტალიელი ბიზნესმენების რესპუბლიკაში ხილვით”
შემდეგი სტატიააფხაზეთში მაცხოვრებელ რუსეთის მოქალაქეებს დააზღვევენ