ევროპარლამენტში საქართევლოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე დებატები 9 მარტს გაიმართება

ევროპარლამენტში საქართევლოს საკითხზე დებატები 9 მარტს გაიმართება. პოლიტიკური კრიზისის გამო საქართველო ევროპარლამენტის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხებს შორის მოხვდა. სესიის პირველ დღეს საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის საკითხს განიხილავენ.

დებატებში მონაწილეობას მიიღებს ეროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში – ჟოზეფ ბორელი.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს კიდევ ერთი გზავნილი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ თუ შეთანხმება ამჯერადაც ვერ მოხერხდა, ევროპარლამენტმა შესაბამისი რეზოლუცია მიიღოს.

“ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი იმის თუ რაოდენ შეშფოთებულები არიან ევროპარლამენტარები. ისინი ასევე განიხილავდნენ რეზოლუციის მიღების საკითხს, ერთადერთი მიზეზი რატომაც შეიკავეს თავი რეზოლუციაზე მსჯელობისგან არის, ის რომ შანსი მისცენ მიშელის მიერ დაწყებულ მოლაპარაკებას. თუ ეს პროცესიც ჩაიშალა, შემდეგი ეტაპი ცხადია იქნება ევროპარლამენტის მიერ შესაბამისი რეზოლუციის მიღება”, – განაცხადა, ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა.

დისკუსია ევროპარლამენტის ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა მოითხოვა. ესენია: “ევროპის სახალხო პარტია”, “მწვანეები”, “ლიბერალებისადა დემოკრატების ალიანსი” და ასევე სოციალისტები, რომლის პარტნიორიც “ქართული ოცნებაა”.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში დღეს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ
შემდეგი სტატიაENGO-ები ნამახვანჰესის კასკადზე მშენებლობის ნებართვის შესაჩერებლად დღეს სასამართლოს მიმართავენ