ევროპარლამენტში ოქრუაშვილის საქმეზე იმსჯელებენ

საქართველოს ხელისუფლება კორონობის ჟამსაც კი უარს აცხადებს პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე. მეტიც, მათ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს სატელეფონო ზარების განხორციელებაც კი აუკრძალეს. რაც კანონის დარღვევაა. ამის შესახებ ევროპარლამენტშიც აპირებენ მსჯელობას.
ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე აქტიურად მუშაობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ხელმძღვანელი ილია ნუზოვი. იმისათვის რომ ევროპარლამენტმა ესა თუ ის პირი პოლიტპატიმრად სცნოს, ნუზოვის ორგანიზაციამ უნდა აღიაროს ის პოლიტიკური ნიშნით დაკავებულად.
ილია ნუზოვი ევროპარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებთან აპირებს შეხვედრას და  ოქრუაშვილის საკითხის დაყენებას.
“ილია ნუზოვი ირაკლი ოქრუაშვილის საქმის მონიტორინგს ახორციელებს. მე ვესაუბრე მას და როგორც მითრა, დღეს, 30 მარტს შეხვდება ევროპარლამანეტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრებს. მათ მოახსენებს, რომ ირაკლი ოქრუაშვილს არ აძლევენ სატელეფონო ზარების განხორციელების უფლებას. ნუზოვი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს ოპოზიციასთან მიღწეულ შეთანხმებას და გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს”, – განაცხადა „თაიმერთან“ საუბარში ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტმა ანა ბალამწარაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსისგან განკურნებულ პაციენტთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატია1991 წლის 31 მარტი