ევროპარლამენტში მწვავე და კრიტიკული ანგარიშის ავტორი ნონა მიხელიძე, ინტერნეტ თავდასხმის ობიექტი გახდა

სოციალურ ქსელებში მისი ყალბი ანგარიშები და ფოტო კოლაჟები შეიქმნა, სადაც ევროკავშირის მიერ დაქირავებული დამოუკიდებელი ექსპერტი მიხეილ სააკაშვილთან არის გადაღებული. ინტერნეტ ტროლები, არა მხოლოდ ნონა მიხელიძეს, რომელმაც ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, “ქართული ოცნების” მმართველობის ყველაზე მთავარ პრობლემებზე საკმაოდ ღიად და გაბედულად ისაუბრა, მისი ოჯახის წევრებსაც, ავიწროებენ. რომში მცხოვრები ქართველი სპეციალისტის დისკრედიტაციას ძირითადად ის ინტერნეტ-გვერდები ეწევიან, რომლებიც ოპოზიციის შავ პიარზე მუშაობენ.

ევროკავშირის მიერ დაქირავებული ექსპერტი, ამბობს, რომ ბრიუსელში გამოსვლის შემდეგ, მას პირად მესიჯებსაც უგზავნიან და ემუქრებიან.

banner
წინა სტატიაშილიბიაში კადაფის მომხრეები ციხიდან გაიქცნენ
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა