ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება ისევ ევროპის სახალხო პარტია იქნება. ისტორიული არჩევნები შედგა. ეგზიტპოლების მიხედვით, პროევრუპული პარტიების კოალიცია უმრავლესობაში რჩება. ევროპარლამენტის პოლიტიკაში კი, ფაქტობრივად, არაფერი იცვლება. უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა და ალიანსის გაფართოება – ისევ მთვარი დღის წესრიგის საკითხები იქნება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის სახალხო პარტია უკვე 25 წელია ევროპარლამენტში ლიდერობას ინარჩუნებს და ყველაზე გავლენიან ძალად რჩება. მეორე ადგილს სოციალურ-დემოკრატები ინარჩუნებენ. ბლოკმა ევროპარლამენტში 139 ადგილი მოიპოვა. მესამე ადგილზე “განაახლეს” ბლოკის წარმომადგენლები გავიდნენ. მათ პოზიციები 22 ადგილით შეამცირეს, თუმცა ისინი ამ მოწვევის პარლამენტში 80 ადგილს დაიკავებენ. მეოთხე ადგილზე კი ევროპელი-კონსერვატორები და “რეფორმისტები” გავიდნენ.
ცნობილია, რომ წლევანდელი მოწვევის ევროპარლამენტში გაცილებით შემცირდა პრორუსული ძალების პოზიციები.
რაც შეეხება ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტს, ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი ურსულა დონ დერ ლაიენი “ევროპის სახალხო პარტიას” წარმოადგენს და დიდი ალბათობით ამ პოსტს უწინდებურად ის დაიკავებს.
რაც შეეხება ჯოზეფ ბორელის ადგილს, კანდიდატის ვინაობა ჯერ-ჯერობით უცნობია.
შემაჯამებელი განცხადებები ევროპარლამენტში ცოტა ხნის წინ დასრულდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ არჩევნების შედეგემა აჩვენა, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს.
ამ არჩევნებმა მოგვცა ორი გზავნილი. პირველი : უმრავლესობა ძლიერი ევროპის ცენტრში რჩება და ეს გადამწყვეტია სტაბილურობისთვის. ცენტრი მართავს. მაგრამ ისიც მართალია, რომ მემარცხენებმა და მემარჯვენეებმა მხარდაჭერა მოიპოვეს და ამიტომაც შედეგი დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს ცენტრისტულ პარტიებს. ჩვენ შეიძლება განსხვავებები გვაქვს ცალკეულ საკითხებში, მაგრამ ყველას გვაინტერესებს სტაბილურობა და ყველას გვინდა ძლიერი და ეფექტური ევროპა. ჩვენს ირგვლივ სამყარო არეულობაშია. ძალები გარედან და შიგნიდან ცდილობენ ჩვენი საზოგადოებების დესტაბილიზაციას და ევროპის დასუსტებას. არასოდეს დავუშვებთ ამას. არჩევნების ეს შედეგები აჩვენებს, რომ ევროპელების უმრავლესობას ძლიერი ევროპა სურს, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
სიტყვით გამოვიდა რობერტა მეცოლაც, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ევროპამ ხმა ცოცხალ დემოკრატიას მისცა.
მსოფლიოს უდიდესი ტრანსნაციონალური დემოკრატიული სავარჯიშო დასრულდა. ევროპარლამენტში ადგილების პირველადი გადანაწილება უკვე ცნობილია. შედეგებს დამოწმება და დამტკიცება ჯერ ისევ სჭირდება. ახალი პარლამენტში მუშაობას დაუყოვნებლივ დაიწყებს. მომდევნო კვირების განმავლობაში პოლიტიკური ჯგუფები შედგებიან და უმრავლესობა უნდა ჩამოყალიბდეს, რათა ვიმუშაოთ იმ პოლიტიკური პროგრამით, რომელიც მიჰყვება იმ მიმართულებას, რომელიც ევოკავშირს აქვს არჩეული. არჩევნების შედეგებსრომ ვუყურებ, ვხედავ ხალხის ნდობას ევროპარლამენტის მიმართ. ასევე სიგნალს, რომ უნდა ვიმუშაოთ კიდევ უფრო ძლიერად . ევროპამ ხმა მისცა ცოცხალ დემოკრატიას, – თქვა მეცოლამ.