ევროპარლამენტში ევროკავშირში უცხოელი პოლიტიკოსების აგიტაციის აკრძალვას ითხოვენ

ევროპარლამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ, გერმანული თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წევრმა ალექსანდრ ლამსდორფმა, ევროპარალმენტში სიტყვით გამოსვლისას თურქი მინისტრების ევროკავშირში გამოსვლების აკრძალვა მოითხოვა. “ევროკავშირმა ერთიანი ხაზი უნდა აირჩიოს, რომლის თანახმადაც, თურ მინისტრებს ევროკავშირში გამოსვლა აეკძალებათ” – განაცხადა პოლიტიკოსმა დღეს, 13 მარტს – Die Welt-ი წერს.
ევროპარლამენტარი, ასევე, ნიდერლანდებში თურქი მინსტრებისთვის გამოსვლაზე უარის თქმას გამოეხმაურა და თქვა: “ჰოლანდიელებმა დემონსტრირება გაუკეთეს იმას, თუ როგორი მნიშვნელოვანია გადაჭრით მოქმედება. გერმანიის მთავრობა კი მიედ-მოედება” – თქვა ლამსდორფმა და დაამატა, რომ ანკარა ევროკავშირის ქვეყნების ერთმანეთთან დაჯახებას ლამობს.
შეგახსენებთ, რომ გერმანიასა და ნიდერლანდებში თურქ მინისტრებს სააგიტაციო შეხვედრების ჩატარების უფლება არ მისცეს. თურქეთის პრეზიდენტმა ორივე ქვეყანას “ფაშისტური” უწოდა და საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის 12 ოლქში დეპუტატები აირჩიეს, 22-ში მეორე ტური ჩატარდება
შემდეგი სტატიარუსეთმა აფხაზეთსა და სომხეთში ჯარების საომარი მზაობის შემოწმებები დაიწყო