ევროპარლამენტს სურს, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები საბოლოოდ შეწყდეს

ევროპის პარლამენტმა ევროპის კომისიას თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეწყვეტისკენ მოუწოდა – შესაბამისი რეზოლუცია ოთხშაბათს მიიღეს. ევროდეპუტატებმა განაცახდეს, რომ თურქეთის ხელისუფლება ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებს უფრო მეტად შორდება, რომლის გამოც ურთიერთკავშირი ისტორიულ მინიმუმამდე დავიდა.

თურქეთის რეგრესული ინსტიტუციონალური რეფორმების გაკრიტიკებისას დეპუტატებმა შეშფოთება გამოთქვეს “საპრეზიდენტო სისტემის ავტორიტარული ინტერპრეტაციის გამო”, რაც დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არ არსებობაზე მიუთითებს. ასევე, აღნიშნეს “პრეზიდენტის ძალაუფლების გაგრძელებული ჰიპერცენტრალიზება”.
ევროპის დეპუატატებმა თურქეთს დაკავებული უფლებადამცველების, ჟურნალისტების, იურისტების, მეცნიერებისა და სხვა პირების განთავისუფლებისკენ მოუწოდეს, რომლებიც უსაფუძვლო ბრალდებებით არიან თავისუფლებააღკვეთილი.

გარდა ამისა, დეპუტატები შეშფოთებული არიან თურქეთის მტრული პოლიტიკით, მიმართული საბერძნეთისა და კვიპროსის მიმართ, ასევე, სირიაში, ლიბიასა და მთიან ყარაბაღში მონაწილეობით სამხედრო მონაწილეობით, რაც ევროკავშირის პრიორიტეტებს ეწინააღმდეგება.

გარდა ამისა, ევროდეპუტატებმა თურქეთს მოუწოდეს აღიაროს სომეხების მიმართ ჩადენილი გენოციდი.

რეზოლუციას ხმა 480 დეპუტატმა მისცა, 64 წინააღმდეგ იყო, 150-მა კი თავი შეიკავა.

banner
წინა სტატიაშიქადაგიშვილი – თამარ ჟვანიას წინააღმდეგ განხორციელდა დაუსაბუთებელი შეტევა, ბულინგი
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის „Meliora 2020“-ის ჯილდო მიიღო