ევროპარლამენტმა თურქეთისთვის 70 მილიონი ევროს გამოყოფაზე უარი თქვა

ანკარას ავტორიტარული პოლიტიკის გამო ევროპის პარლამენტმა თურქეთისთვის ფინანსური დახმარება 70 მილიონი ევროს ფარგლებში გააუქმა. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 544-მა დეპუტატმა დაუჭირა, 28 წინააღმდეგ წავიდა, 74-მა კი თავი შეიკავა – “დოიჩე ველე” წერს.
ანკარასთვის გამოყოფილი თანხა ევროკავშირის ბიუჯეტში შენახული იყო თურქეთისთვის, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის დახმარებისთვის, ამ ქვეყანაში რეფორმების ჩასატარებლად. მსგავსი ტიპის დახმარების მიცემა დამოკიდებულია რამდენიმე პირობაზე, მათ შორის სამართლებრივი სახელმწიფოდ ჩამოყალიბებასა და დემოკრატიის, მედიის თავისუფლებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით პროგრესისთვის.

banner
წინა სტატიაშიდანია ბენზინის და დიზელის ავტომობილების გაყიდვას აკრძალავს
შემდეგი სტატიადეპუტატი კობა ნაკაიძე ზაზა ოქუაშვილს ქობულეთში მცხოვრები ბიზნმესმენის ქონების ხელყოფაში ადანაშაულებს და სამართალდამცავებს მიმართავს