ევროპარლამენტმა ტელეკომპანია „იმედს” საქმიანობა 1 წლით აუკრძალა. მოლდოვამ კი სამ ქართულ მაუწყებელს აკრედიტაციაზე უთხრა. ამის შესახებ ინფორმაციას ტვ იმედი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „იმედი”, „რუსთავი ორი“ და „პოსტივი“ ვერ გააშუქებენ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიას, სადაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელიც იქნება წარმოდგენილი.
“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიისთვის აკრედიტაციის მოთხოვნები განხილული იქნა კომპეტენტური ორგანოების მიერ მოქმედი ეროვნული კანონმდებლობისა და მოლდოვას რესპუბლიკაში უცხოელი ჟურნალისტების აკრედიტაციის შესახებ რეგულაციის შესაბამისად.
აკრედიტაციის პროცესი მოიცავს სტანდარტული შეფასების პროცედურას, რომელიც ვრცელდება ყველა განმცხადებელზე. ამ განხილვის შემდეგ, თქვენი მოთხოვნა არ დამტკიცდა.
პატივისცემით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ არ შეგვიძლია დამატებითი კომენტარების გაკეთება ინდივიდუალური აკრედიტაციის შეფასებებთან ან შიდა განხილვის პროცედურებთან დაკავშირებით.
გმადლობთ გაგებისთვის”,_ ასეთია მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პასუხი TV იმედის შეკითხვაზე, რატომ არ მისცა არხს აკრედიტაცია.















