10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიანიჭა

ევროპარლამენტმა სახაროვის პრემია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიანიჭა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ გამოაცხადა.

„ევროკავშირი მულტილატერალიზმსა და საერთაშორისო ინსტიტუტების პატივისცემაზეა დაფუძნებული. ეს პრიზი საერთაშორისო სამართლისა და მართლმსაჯულების დაცვაში სასამართლოს მნიშვნელოვან როლს აღიარებს“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სახაროვის სახელობის 2026 წლის პრემია აშშ-ის მხრიდან განსაკუთრებული ზეწოლის ფონზე მიანიჭა.

აშშ-მა რამდენიმე კვირის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, „პრეზიდენტი ტრამპი არასდროს მისცემს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ამერიკელების დევნის შესაძლებლობას.

banner
წინა სტატიაშიბადრი ჯაფარიძე: 5 ერთმანეთთან დაუკავშირებელი პოლიტიკური ორგანიზაციის ერთად გაუქმების მოთხოვნის პრეცედენტი არ არსებობს
შემდეგი სტატიაარჩილ გორდულაძე საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა