ევროპარლამენტმა რუსეთს უკრაინის საზღვართან პროვოკაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა

დონბასში სიტუაციის დაძაბვის ფონზე ევროპარლამენტის დეპუტატებმა რუსეთს და საერთაშორისო თანამედგობრობას მიმართეს – ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის წევრების ერთობლივ განცხადებაში.

“ჩვენ დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით უკრაინის აღმოსავლეთითა და მის მახლობლად რუსული სამხედრო ძალების მობილიზებას. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ადამიანების სიკვდილისა და სხვა ზარალის გამო, რომელსაც უკრაინა განიცდის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროდეპუტატებმა მოწოდება გააკეთეს მინსკის შეთანხმების “ტექსტისა და სულისა” და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის სრულად დასაცავად.

მათ რუსეთს ცალკე მიმართეს მოწოდებით, რომ შეწყვიტოს უკრაინის დაშინება.

განცხადებას ხელი მოაწერა ევროპის პარლამენტის 18-მა დეპუტატმა, მათ შორის, ლიეტუვადან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, ბულგარეთიდან, დანიიდან, რუმინეთიდან, ესტონეთიდან და საფრანგეთიდან.

დღესვე, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკისთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო საუბარი გამართა. თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

1 აპრილს გავრცელდა, რომ აშშ-ს სამხედრო ძალების ევროპულმა სარდლობამ ჯარში უმაღლესი მზადყოფნა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ოკუპანტებმა დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვიეს, რუსეთმა კი უკრაინის საზღვართან სამხედროები გადასხა.

უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, რუსეთი უკრაინაში მასშტაბური პროვოკაციისთვის ემზადება.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიგურამ დოჩანაშვილი “ნიუ ჰოსპიტალის” რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიაკრამონი: შთაბეჭდილება მრჩება, რომ ხელისუფლებას არ უნდა ძალაუფლების გაზიარება