ევროპარლამენტმა პოლონეთის და უნგრეთისთვის დაფინანსების შეჩერების მოწოდება გააკეთა

ევროპარლამენტმა ევროპის კომისიისგან მოითხოვა ევროკავშირში კანონის უზენაესობის დარღვევის გამო ზომები მიიღოს. ევროდეპუტატებმა 8 ივლისს კენჭი უყარეს კანონს, რომელიც კონკრეტული სახელმწიფოებისთვის დაფინანსების შემცირების შესახებ მექანიზმის მალე გამოყენებას გულისხმობს იმ შემთხვევაში, როცა ისინი კანონის უზენაესობას დაარღვევენ. კანონს მხარი 529 კანონმდებელმა დაუჭირა, 150 წინააღმდეგი იყო, 14 – თავი შეიკავა. ბრიუსელის კრიტიკა პირველ ყოვლისა პოლონეთისა და უნგრეთისკენ არის მიმართული.

თუმცაღა, მექანიზმის ჩაშვება 2022 წლამდე ვერ მოხერხდება – ბუდაპეშტმა და ვარშავამ მოითხოვეს დაფინანსების შეწყვეტამდე აღნიშნული ნაბიჯის კანონიერება შეამოწმოს ლუქსემბურგის სასამართლომ. მათ შესაბამისი სარჩელი მარტში შეიტანეს. დაჩქარებული პროცედურების შემთხვევაშიც საქმის განხილვას ერთი წელიწადი დასჭირდება.

ბრიუსელის უკმაყოფილება 8 ივლისს უნგრეთში მიღებულმა სადავო კანონმა გამოიწვია, რომელიც არასრულწლოვნებისთვის ჰომო და ტრანსსექსუალებზე ინფორმაციის მიწოდებას კრძალავს.

რაც შეეხება პოლონეთს, ბრიუსელი შეშფოთებულია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მათეუშ მორავეცკის დამოკიდებულებით კონსტიტუციური სასამართლოსადმი – “დოიცე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი: პრიმიტიულია „ქართული ოცნების“ მცდელობა, როგორმე აჩვენოს, რომ თვითონ დგას ერის სიწმინდის სადარაჯოზე
შემდეგი სტატიაინდოეთში პანდემიის გამო 12 მინისტრი გადადგა