ევროპარლამენტის უმსხვილესი ფრაქცია პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით აფრთხილებს

ფრაქციამ “ევროპის სახალხო პარტია” ევროპარლამენტში განაცხადა, რომ ევროკავშირის ქვეყნები მზად უნდა იყვნენ რუსეთის ფედერაციას ახალი სანქციები დაუწესონ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას მიმართავს – ამის შესახებ ინფორმაციაა ფრაქციის “ტვიტერზე” გამოქვეყნდა.
“ჩვენ უნდა ვთქვათ ეს ხმამაღლა და გარკვევით: ბატონო პუტინო, ხელები შორს უკრაინისგან. ძალის ნებისმიერ გამოყენებას შედეგები ექნება. წევრი-ქვეყნები მზად უნდა იყვნენ ახალი სანქციების გამოსაყენებლად, იმისთვის, რომ მოსკოვი შეაჩერონ” – ნათქვამია შეტყობინებაში – წერს უკრაინული მედია.

ადრე ევროკავშირის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გაერთიანება მხარს უჭერს უკრაინის ნაბიჯებს, რომელიც დონბასსა და უკრაინა-რუსეთის საზღვარზე ესკალაციის ფონზეა გადადგმული და რუსეთს მოუწოდებს თავი შეიკავოს ნაბიჯებისგან, რომლებიც შემდეგ გართულებებს გამოიწვევს.
გარდა ამისა, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთი შეეჩეხება “ფასს და შედეგებს” იმ შემთხვევებში, თუკი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას გააძლიერებს.

banner
წინა სტატიაშიმიხაილო სამუსი – აშშ-ს შეუძლია, ნატო-ს უახლოეს სამიტზე გამოვიდეს წინადადებით, რომ საქართველოსა და უკრაინას გადასცენ წევრობის სამოქმედო გეგმა
შემდეგი სტატიალევან კაკავამ საბაჟო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა წარადგინა