ევროპარლამენტის წევრებს გულწრფელად სურთ, საქართველოს დახმარება, თუმცა ხელისუფლების ნაბიჯები საშუალებას არ იძლევა – წერეთელი

როდესაც ევროპარლამენტის ასეთი მნიშვნელოვანი დელეგაცია ჩამოდის, ეს მაქსიმალურად უნდა იქნას ქვეყნის ინტერესებისთვის გამოყენებული. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეს ასე არ ესმის, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელთან და წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილის გარემოცვის მთავარი ინტერესია, დელეგაციას უმტკიცონ, რომ ივანიშვილი არ არის ოლიგარქი.

როგორც წერეთელი აცხადებს, სამწუხაროდ, რეალობა სულ სხვაა და ეს ყველას კარგად ესმის.

„მეც მქონდა შეხვედრები დელეგაციის წევრებთან, კერძოდ დევიდ მაკალისტერთან, რომელიც საქართველოს დიდი მეგობარია, არა ვინმეს პირადი მეგობარი, არამედ საქართველოში დემოკრატიის მეგობარი. მასაც და სხვებსაც ძალიან კარგად ესმით განსხვავება განცხადებებსა და კონკრეტულ ქმედებებს შორის. სულ ბოლო და მკაფიო მაგალითი ანტიდასავლური ნაბიჯების ევროპარლამენტის დელეგაციის სტუმრობისას აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებზე მიტანილი იერიშია, რაზეც ასევე სამწუხაროდ, ადეკვატური პასუხი მოვისმინეთ ამერიკის ხელისუფლების მხრიდან. ეს კიდევ უფრო დიდ რეპუტაციულ ზიანს აყენებს ქვეყანას და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ამიტომ, ბუნებრივია, თუ საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში და ასევე ოპოზიციაც ამ ვიზიტს ქვეყნის სასარგებლოდ გამოიყენებენ, შედეგიც სათანადო იქნება, ხოლო თუ ეს ასე არ მოხდა, შესაძლოა, რომ უფრო გაწბილებულები დავრჩეთ. ყველაზე სახიფათო ისაა, რომ ასეთი პოლიტიკით რუსეთის ორბიტაზე გვექნება პერსპექტივა და არა დემოკრატიულ დასავლეთში“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშიარასდროს მიგრძვნია თავი ისე ძლიერად, როგორც ახლა – ზელენსკი
შემდეგი სტატიამესმის, რომ ახლა ომში არიან, მესმის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა მათი ბუნებრივი ინტერესია მაგრამ, ჩვენ ვერ და არ დავუშვებთ კიდევ ერთ ომს – ბოჟაძე