ევროპარლამენტის სხდომაზე ია კერზაიას საქმის გამოძიებას რომ არ მიეცით ხმა, ეს რომელ კოლონას მივაწეროთ? – შენგელია ზოიძეს

ევროპარლამენტის სხდომაზე ია კერზაიას საქმის გამოძიებას რომ არ მიეცით ხმა, ეს რომელ კოლონას მივაწეროთ? – ასე ეხმაურება ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი ბაჩანა შენგელია უმრავლესობის დეპუტატ აკაკი ზოიძის განცხადებას. ზოიძემ ტვ პირველის ეთერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის “სირცხვილია” მონაწილეები მე-5 კოლონას შეადარა და მათ მტრები უწოდა.

“ბატონო, ბრიუსელში, ევროპარლამენტის სხდომაზე ხმა რომ არ მიეცით რეზოლუციას, რომლის მიზანი იყო საქართველოს მთავრობისთვის ია კერზაიასსაქმის გამოძიების დავალება (მხოლოდ გამოძიების, ყოველგვარი პოლიტიკური ინტერპრეტაციის გარეშე), ეს ქმედება რომელ კოლონას მივაწეროთ? წინასწარ გთხოვეთ ამის შესახებ პირადად და ზუსტად ერთი ხმა დაგვაკლდა ქართული დელეგაციიდან.

კარგია, რომ ბევრმა უკვე აშკარად ჩამოიხსენით ნიღაბი და საზოგადოებამ კარგად დაინახა თქვენი ნამდვილი სახე. მალე ჩაივლის ეს უსამართლობა, თქვენ ალბათ არ შეგრცხვებათ, თუმცა გარწმუნებთ, ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი, ძალიან” – ამბობს შენგელია.

banner
წინა სტატიაშიმნიშვნელოვანია, ტუსკმა გადასცეს ივანიშვილს გზავნილი, თუ რა შედეგები მოჰყვება ოპოზიციის დევნას – ოპოზიცია ტუსკს შეხვდა
შემდეგი სტატიაუსაფრთხოების გაძლიერება და დანაშაულთან ბრძოლა – ევროკავშირი საქართველოს 28 მილიონი ევროთი დაეხმარება