ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ინიციატივას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკანონდებლო ინიციატივას. საქართველოს ვიზალიბერალიზაციას კომიტეტის წევრებმა ხმათა უმრავლეოსბით დაუჭირეს მხარი.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხზე მომხსენებელი ევროპარლამენტის წევრი, ლატვიელი დეპუტატი ანდრეას მამიკინსია.

ამასთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტს მიმართა რეკომენდაციით, მხარი დაუჭიროს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკანონმდებლო ინიციატივას.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ბაკურიანის განვითარება მიწათსარგებლობის კუთხით თითქმის დასრულებულია
შემდეგი სტატია„ეს არის მხარდაჭერა საქართველოს სახელმწიფოებირობის და დამოუკიდებლობის, იმ გამოწვევების ფონზე, რასაც ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვიქმნის”