“ევროპარლამენტის რეზოლუციას ივანიშვილის შავი სალაროს მმართველი, ნატო ხაინდრავა აკლია” -გიორგი ბაჩიაშვილი

ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტმა იმ პირთა ჩამონათვალს, რომელთა სანქცირების რეკომენდაციითაც ევროკომისიას მიმართავენ, აუცილებლად უნდა დაამატოს “ქართუ ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნატო ხაინდრავა. ამის შესახებ გიორგი ბაჩიაშვილმა “ანალიტიკასთან” ინტერვიუში განაცხადა.

გიორგი ბაჩიაშვილის განმარტებით, ნატო ხაინდრავამ მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესზე პროკურატურის მოწმის სახით ისაუბრა და ბაჩიაშვილისგან ნახევარი მილიონი დოლარის ნაღდი ფულის მიღებაზე გააკეთა განცხადება.

“ევროპარლამენტის რეზოლუციას აკლია ივანიშვილის პირადი შავი სალაროს მმართველი ქალბატონი ნატო ხაინდრავა, რომელმაც ამ სასამართლოში პირდაპირ დაამტკიცა და დაადასტურა, რომ ის განკარგავს ივანიშვილის პირად ფინანსებს. რომ თურმე ის ქეშის სახით ფული, რომელიც აიღო გაურკვეველი ქრთამის თუ ბონუსის სახით, მან ისე მიიღო რომ ეს ივანიშვილისთვის არც კი უთქვამს.

რა რაოდენობის ქეშს მართავს ქალბატონი ნატო ხაინდრავა, რომ ნახევარი მილიონი დოლარის ოდენობის ნაღდი ფულის მიღებაზე არც კი უთხრა ივანიშვილს?”,- განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

bm.ge

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში, მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა
შემდეგი სტატიათემურ ქათამაძე რომელიც დღეს, 15 თებერვალს კლინიკაში გადაიყვანეს, უკან, იზოლატორში დააბრუნეს