ევროპარლამენტის რეზოლუცია: ევროკავშირის წარუმატებლობამ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ აგრესიაზე ადეკვატურად ეპასუხა, რუსეთს უბიძგა, აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიები გაეგრძელებინა

ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა მათ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და დაგმოს რუსეთის პირდაპირი და არაპირდაპირი ჩარევა შეიარაღებულ კონფლიქტებში. ამის შესახებ რუსეთისა და ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაშია ნათქვამი.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ამჟამინდელი რეჟიმი ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, რის ერთ-ერთ მაგალითად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და დესტაბილიზაცია და გაყინული კონფლიქტების მხარდაჭერა და საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაა მოყვანილი.

„ევროკავშირის წარუმატებლობამ ადეკვატურად ეპასუხა რუსეთის სხვადასხვა აგრესიაზე 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ, რუსეთს უბიძგა გაეგრძელებინა აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიები, როგორც თავის სამეზობლოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რითაც შეასუსტა და შეარყია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და სტაბილურობა ევროპაში და სხვაგან“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.

ევროპარლამენტარები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის მიერ ევროკავშირის პოლიტიკური, დემოკრატიული, სოციალური და სამართლებრივი კრიტერიუმების შესრულების მხარდაჭერა.

banner
წინა სტატიაშიკანდელაკის შეფასებით, დპლომატების მოსმენა სახელმწიფოების შეურაცხყოფა და მათ სუვერენიტეტში შეჭრა
შემდეგი სტატიაგოცირიძე: რიგგარეშე არჩევნების შემდეგ სუს-ი წესრიგში ჩადგება