ევროპარლამენტის პრეზიდენტი ქართველ ხალხს: “ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი”

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“ახლახან ველაპარაკე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

ქართველ ხალხს: ჩვენ ვიცით თქვენი ევროპული მისწრაფებები, ვხედავთ ევროკავშირის დროშების ფრიალს, გვესმის თქვენი.

ევროპარლამენტი რჩება საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერის ერთგული,” – წერს მეცოლა.

banner
წინა სტატიაშიმსახიობების საპროტესტო აქციაზე რექტორი გამოვიდა
შემდეგი სტატიააქციაზე “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი, ცოტნე კობერიძე დააკავეს