შენ დაგაპატიმრეს სიმართლის თქმისთვის, შენი საზოგადოების დაცვისთვის, უკან დახევაზე უარის თქმისთვის. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე ლუკაშენკოს რეჟიმი ყველაფერს ცდილობდა შენს გასატეხად და მათ ეს ვერ შეძლეს,– განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.
,,მთელი ამ წლების განმავლობაში შენ არასოდეს შეგიწყვეტია იმ თავისუფლებების დაცვა, რომლებსაც ეს სახლი იცავს. აი, რატომ მოგანიჭათ ამ პარლამენტმა სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის, რომელსაც შენ უზიარებ ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს, რომელიც კვლავ გისოსებს მიღმა იმყოფება და რომელიც რჩება ჩვენს ფიქრებში. შენი ისტორიის მიღმა, ბატონო პოჩობუტ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არ არის მთელი ისტორია. ასე რომ, დღეს ამ დარბაზიდან ჩვენ ვაგზავნით გზავნილს, რომელიც საკმარისად ხმამაღალია იმისთვის, რომ გაგონილ იქნას ბელარუსის, საქართველოს და ყოველი იმ ქვეყნის ყველა საპატიმრო საკნის კედლებში, სადაც სიმართლეს ახშობენ. თქვენ არ ხართ დავიწყებულები, ევროპა თქვენს გვერდით დგას და ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ თქვენგან უკანასკნელი არ იქნება თავისუფალი [TV პირველი]” – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.















