ევროპარლამენტის LIBE-ს კომიტეტში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრა 8 დეკემბერს გაიმართება

ევროპარლამენტის მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტში (LIBE) ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრა 8 დეკმებერს არის დაგეგმილი.

ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დღის წესრიგშია აღნიშნული.

“შეჩერების მექანიზმის” საკითხზე მომხსენებელია “ევროპის სახალხო პარტიის” წევრი, ესპანეთის წარმომადგენელი აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგა.

ამასთან, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე ევროკავშირის ელჩები სამუშაო შეხვედრის ფორმატში 7 დეკემბერს იმსჯელებენ.

წინასწარი ინფორმაციით, შეჩერების მექანიზმის საკითხის პირველი მოსმენით განხილვა ევროპარლამენტში 18 იანვრისთვის არის ჩანიშნული.

უკვე არებობს შეთანხმება, რომ ვიზალიბერალიზაცია შეჩერების მექანიზმის ამოქმედების პარალელურად შევა ძალაში.

banner
წინა სტატიაშიფედერიკა მოგერინი: ჩვენი და საქართველოს ურთიერთობა ძლიერია, ხოლო პარტნიორობა – შესანიშნავი
შემდეგი სტატიანარდევანი–ფარავნის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა