“მოკლედ ევროპარლამენტის არჩევნები დაახლოებით იმ შედეგით დასრულდება, როგორი შედეგითაც წინა მოწვევის ევროპარლამენტი იყო დაკომპლექტებული. უმრავლესობა იქნება ევროპის სახალხო პარტია, შემდეგ ადგილზე სოციალისტები და მემარცხენეები ლიბერალებთან ერთად და ცოტას მოიმატებენ რაოდენობრივად ულტრამემარჯვენეები მათ შორის ფრანგული “ნაციონალური გაერთიანების” (მარინ ლეპენის პარტია) წარმომადგენლები მაგრამ, არა ისე რომ, რაიმე სახის პოლიტიკური კლიმატი შექმნან. სავარაუდოდ ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დე ლაიენი ისევ დარჩება თანამდებობაზე. ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი კი წავა პენსიაზე”-წერს საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე