ევროპარლამენტი უნგრეთს კორუფციისა და არადემოკრატიული რეფორმებისთვის დასჯის

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 11:03

ევროპარლამენტი უნგრეთს კორუფციისა და არადემოკრატიული რეფორმებისთვის დასჯის

მნიშვნელოვანი

  • ორბანის ოპონენტების თქმით, ევროპარლამენტის მოხსენებაში საუბარია უნგრეთში არსებულ სიტუაციაზე, კერძოდ კი, დამოუკიდებელ სასამართლოზე თავდასხმის, თავისუფალი მედიის უფლებების შეზღუდვის, ევროკავშირის გრანტების ბოროტად გამოყენების შესახებ.

სხვა სტატიები

ევროპარლამენტმა, პირველად ისტორიაში,ხელისუფლების დაყოფის პრონციპის, პოლიტიკური თავისუფლებების შეზღუდვისა და კორუფციის გამო,ევროკავშირის წევრი ქვეყნის მთავრობის დასასჯელად პროცედურა დაიწყო.

უნგრეთის პრემიერ-მინსიტრმა ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე გამართული დებატებზე სიტყვით გამოსვლისას დეპუტატებს ბრალი დასდო იმაში, რომ იმიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამო, მათ მისი ქვეყნის დასჯა სურთ , რასაც, თვითონ ორბანი ქრისტიანური ღირებულებების დაცვას უწოდებს.

ორბანის ოპონენტების თქმით, ევროპარლამენტის მოხსენებაში საუბარია უნგრეთში არსებულ სიტუაციაზე, კერძოდ კი, დამოუკიდებელ სასამართლოზე თავდასხმის, თავისუფალი მედიის უფლებების შეზღუდვის, ევროკავშირის გრანტების ბოროტად გამოყენების შესახებ.

რეზოლუციაში ევროპარლამენტი ევროკავშირს მოუწოდებს ევროკავშირის ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად პროცედურა დაიწყოს, რაც ქვეყნისთვის დარღვევების გამოსწორების შესახებ რეკომენდაციებს გულისხმობს.

აღსანიშნავია,რომ უნგრეთს მოკავშირე პოლონეთი ჰყავს, რომლის მიმართაც იგივე პროცედურებია დაწყებული იმ განსხვავებით, რომ ის ევროკომისიამ დაიწყო და არა ევროპარლამენტმა.
ვიქტორ ორბანმა კი პირობა დადო, რომ ნებისმიერ სანქციას, რომელიც შეიძლება პოლონეთს დაუწესონ, ვეტოს დაადებს. შესაბამისად, პოლონეთი იცავს უნგრეთს – სანქციის დასადებად კი, სრული კონსესუსია საჭირო.

გამოსვლის დასასრულს ორბანმა თქვა: “ჩვენ დავიცავთ უნგრეთს და დავიცავთ ევროპას”.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი სექტემბერი 13, 2018 11:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,698
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics