ევროპარლამენტი საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე დღეს დებატებს გამართავს

ევროპარლამენტი დღეს საქართველოს მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ რეზოლუციას განიხილავს.

დღის წესრიგის თანახმად, საკითხზე დებატები გაიმართება, რომლის ინიციატორიც ევროპის სახალხო პარტიაა. მათი მთავარი მოთხოვნა ბიძინა ივანიშვილის, მისი დავალებების შემსრულებელი მოსამართლეებისა და პროკურორებისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაა.

როგორი იქნება ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი დღის ბოლოს, დებატების შემდეგ გახდება ცნობილი. რეზოლუციას ხვალ, 9 ივნისს უყრიან კენჭს.

banner
წინა სტატიაშიუკრაინას ყველაზე რთული ზამთარი ელოდება, ამისთვის უნდა მოვემზადოთ – ზელენსკი
შემდეგი სტატიაზელენსკი – უკრაინაში „მწამებლების წიგნი“ შეიქმნება, რომელიც ომის დამნაშაავებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდება