ევროპარლამენტი ფიქრობს, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა, რომელიც რუს დიქტატორს საქართველოს მიტაცებაში ეხმარება

რუსი ჯაშუში ბიძინა ივანიშვილი – ახალი სტატუსი “ოცნების” დამფუძნებელს ევროპარლამენტმა მისცა. სწორედ ასე გაიხსნა წლის ბოლო დებატებიი სტრასბურგში. ევროპარლამენტი ფიქრობს რომ ივანიშვილი პუტინისის მოკავშირეა, რომელიც რუს დიქტატორს საქართველოს მიტაცებაში ეხმარება.

ამაზე მძიმე განცხადებაა ევროპარლამენტში ბიძინაა ივანიშვილზე ჯერ არავის სმენია. ის დღეიდან ევრუდეპუატებითვისს რუსი ჯაშუშია და მის დასანქცირებას ითხოვენ. სანქციებიი ევროკომისიის დღის წესრიგიდან რომ არ მოხსნილა,  ეს დებატებზე ევროკომისარმაც დაადასტურააა. მაიკლ მაკგრანტმა პირდაპირ თქვაა, რომ  სანქციებზე საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

რით იყო ეს დებატები განსხვავებული?! აქ პირველად ითქვა, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ სავარაუდოდ აკრძალული ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. ამ ამბავს საერთაშორისოო გამოძიება სჭირდებაა, ამიტომ ევროდეპუატტებმა კომისიასა და საბჭოს რეაგირება მოსთხოვეს.

დემოკრატიული უკუსვლა, რეპრესიებიი, სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა, პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები და ოცნების დეზინფორმაციია ევროკავშიის წინააღმდეგ – ევროდებატებზე ითქვა ყველფერი ,რაც აქამდე არ თქმულა. პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახლა მიკიბ-მოკიბული საუბრის დრო აღარ არის, რადგან ქვეყანაშიი ლუაკაშენკოს მსგავსი ელექტორალური ავტორიტარიზმი ყალიბდება.

banner
წინა სტატიაშიხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლის ქვეითად მოსიარულე მამაკაცი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიასაქართველოდან რუსეთში შესული მანქანების რაოდენობამ ყველა რეკორდი მოხსნა – “ოცნება” სანქციების გვერდის ავლას ცდილობს?!