ევროპარლამენტი ხვალ მიიღებს რეზოლუციას, რომელსაც “გვარამიას სახელობის რეზოლუცია” შეიძლება ვუწოდოთ – სამადაშვილი

“ევროპარლამენტი ხვალ მიიღებს რეზოლუციას, რომელსაც “გვარამიას სახელობის რეზოლუცია” შეიძლება ვუწოდოთ, რადგან სწორედ მისმა დაპატიმრებამ მისცა ბიძგი.
სახალხო დამცველის მიმართვა ადასტურებს, რომ ნიკა პოლიტიკური პატიმარია.
იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ამ გარემოებებს გაითვალისწინებს. ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებამდე, მის უფლებამოსილებას, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის სასიკეთოდ გამოიყენებს.” – წერს “ლელოს” დეპუტატი, სალომე სამადაშვილი ფეისბუქზე.

banner
წინა სტატიაშისარჯველაძე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ომბუდსმენის განცხადებაზე – რელევანტური არ მგონია და ალბათ, პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი – კანდიდატის სტატუსის მინიჭებით, ევროკავშირს შეუძლია, დაადასტუროს ჩვენი რეგიონისადმი გრძელვადიანი ინტერესი და შეზღუდოს საქართველოს არაკეთილმოსურნეთა შესაძლებლობები