ევროპარლამენტი ინფორმატორების დაცვას უზრუნველყოფს

ევროპის პარლამენტმა სამშაბათს კენჭი უყარა კანონპროექტს, რომელიც პირებს, კორუფციის ან სხვა დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში დაიცავს. კანონი 591 ხმით მიიღეს, წინააღმდეგი იყო 29 დეპუტატი 33-მა კი – თავი შეიკავა.

ახალი კანონის თანახმად, ორგანიზაციებში, სადაც 50-ზე მეტი პირი მუშაობს, შეიქმნება ინფორმირებულობის უსაფრთხო არხები – პირადი ან ადმინისტრაციული. ასევე, ახალი კანონით, ინფორმატორი დაცული იქნება დევნისგან. სამართალდამცველები კი ვალდებული არიან ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ფართო საზოგადოება გააცნობიერონ თუ როგორ მოექცნენ ასეთ პირებთან.
ინფორმატორები დაცული იქნებიან სამსახურის დაკარგვისგან, დაქვეითებისგან ან სხვა ტიპის დასჯისგან.

ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს ორი წელი აქვთ კანონის იმპლემენტაციისთვის.

banner
წინა სტატიაშიშრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა “პანორამა თბილისის” მშენებარე ობიექტზე მომხდარი შემთხვევის მოკვლევა დაიწყო
შემდეგი სტატიათავისუფლების მოედანზე, სადაც სამი ადამიანი დაშავდა, მცირე დაპირისპირება მოხდა თავისუფლების მოედანზე, სადაც სამი ადამიანი დაშავდა, მცირე დაპირისპირება მოხდა