ევროპარლამენტი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, მიანიჭოს უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი

ევროპარლამენტი ევროკავშირს რეკომენდაციას აძლევს, მიანიჭოს უკრაინას ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი. დოკუმენტს 438-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 65 იყო, 94-მა კი – თავი შეიკავა. ინფორმაციას ამის შესახებ „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

„დოიჩე ველეს“ ცნობით, ევროპარლამენტი ასევე რეკომენდაციას აძლევს ევროპულ საბჭოს, მიანიჭოს უკრაინას ევროკავშირის სტატუსი როგორც მკაფიო პოლიტიკური სიგნალი უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად.

„დოიჩე ველე“ წერს, რომ მანამდე ევროპარლამენტმა მხოლოდ მოუწოდა ევროკავშირს, „იმუშავოს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით“.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამჟამინდელ რეზოლუციაში ასევე საუბარია მოლდოვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებზე. აღნიშნულმა ქვეყნებმა, როგორც ცნობილია, თავისი განაცხადები უკრაინის შემდეგ გააკეთეს.

გამოცემის თანახმად, რეზოლუციაში ასევე ნახსენებია, რომ 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ და 2014 წელს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე ადეკვატური რეაქციის არარსებობამ რუსეთს აგრესიული სამხედრო და პოლიტიკური კამპანიების გაგრძელებისკენ უბიძგა, მათ შორის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრისკენ.

ევროდეპუტატებმა ასევე მხარდაჭერა გამოთქვეს რუსეთისთვის გაერო-ს ტრიბუნალის მოწყობასთან დაკავშირებით. ასევე, ევროპარლამენტის რეკომენდაციაა უკრაინისთვის აუცილებელი იარაღის დაუყოვნებლივ მიწოდება.

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებს.

banner
წინა სტატიაშიჩვენ ვგმობთ პუტინის ბარბაროსულ შეჭრას უკრაინაში, ჩვენი მიზანია უკრაინამ წარმატებას მიაღწიოს – უოლესი
შემდეგი სტატიაგრეგოროვა: იმედგაცრუებულები ვართ, რომ მთავრობა ჩართულია მედიის დევნაში