ევროპარლამენტი და ევროკავშირის “ვაქცინაციის” პასპორტზე შეთანხმდნენ

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ “ვაქცინაციის” პასპორტზე წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმუშავებს “ციფრული მწვანე სერთიფიკატი”, რომელიც ევროპაში პანდემიის განმავლობაში გადასაადგილებლად იქნება საჭირო.

სერთიფიკატი ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულად ან ქაღალდის ფორმატში და ის ვაქცინაციის ფაქტს ან უახლესი ტესტის ნეგატიურ პასუხს ასახავს, ან დაადასტურებს, რომ პირმა კორონავირუსი გადაიტანა. აღნიშნავენ, რომ ეს პრაქტიკულად სამი სხვადასხვა სერთიფიკატიო იქნება. საერთო “ჩარჩო” წევრ-ქვეყნებისთვის ერთნაირი იქნება და ისეთი ფორმატით, რომ ის ბლოკის წევრმა სხვა ქვეყნებმაც აღიარონ.

აღსანიშნავია, რომ კანონი სერთიფიკატების შესახებ 12 თვე იქნება აქტუალური. თავისთავად სერთიფიკატი თავისუფალი გადაადგილების წინაპირობა არ იქნება.

წევრი ქვეყნები ვალდებული არიან აღიარონ ვაქცინაციის სერთიფიკატი, რომელსაც ბლოკის სხვა წევრი ქვეყანა გასცემს, თუკი აცრა ევროკავშირში ავტორიზებული ვაქცინებით მოხდა, მიმდინარე მომენტში ეს ვაქცინებია “ფაიზერი”, “მოდერნა”, “ასტრა-ზენეკა”, და “ჯონსონ და ჯონსონის” Janssen-ი.

გადაწყვეტილება სხვა ვაქცინით აცრილების აღიარებასთან დაკავშირებით, ცალკეული ქვეყნების მისაღებია – საუბარია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ვაქცინებზე.

სერთიფიკატები დაცული იქნება გაყალბებისგან. პირადი მონაცემები კი სერთიფიკატის გამცემ ქვეყანაში დარჩება.

შეთანხმებული ტექსტი ევროპარლამენტის პროფილურ კომიტეტზე 26 მაისს გავა, შემდეგ კი 7-10 ივნისს პლენარულ სხდომაზე მას კენჭისყრაზე გაიტანენ.

 

banner
წინა სტატიაშიმოლდოვამ “კოვაქსიდან” “ფაიზერის” 50 ათასი დოზა ვაქცინა მიიღო
შემდეგი სტატიასოცილაურ ქსელში თამარ ალანიას გადმოვარდნის ვიდეომასალა ვრცელდება (ვიდეო)