ევროპარლამენტარის შეფასება: გუშინდელმა მოვლენებმა ჩრდილი მიაყენა საქართველოს ხელისუფლების ამბიციას

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი აცხადებს, რომ გუშინ თბილისის ქუჩებში განვითარებულმა ძალადობრივმა მოვლენებმა “ჩრდილი მიაყენა საქართველოს ხელისუფლების ამბიციას, 2024 წელს შეიტანოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე”.

როგორც ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე (“სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი”, ესტონეთი)  აცხადებს, “ქვეყანა სერიოზულად რომ იყოს აღქმული ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუტების მხრიდან, 19 აპრილის შეთანხმება სრულფასოვნად უნდა განხორციელდეს”.

ამასთან, ევროპარლამენტარი განმარტავს რას ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები:

“ევროკავშირის წევრობის კრიტერიუმები, რომლებიც კოპენჰაგენის კრიტერიუმებად არის ცნობილი, ითვალისწინებს, მათ შორის სტაბილური, დემოკრატიული ინსტიტუტების არსებობას, რომლებიც უზრუნველყოფენ უმცირესობების უფლებებს – ეს მოიცავს LGBQI პირთა კონსტიტუციურ უფლებებს, მიიღონ მონაწილეობა მშვიდობიან შეკრებაში”.

მისივე თქმით, შესაბამისი ორგანოების მხრიდან სასწრაფოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი ადამიენების უსაფრთხოება და “პრაიდამდე” გამოვლენილი ჰომოფობიური რიტორიკის დაგმობა.

“სასწრაფოდ არის საჭირო არა მხოლოდ იმ ვალდებულების შესრულება, რომ უზრუნველყონ ადეკვატური უსაფრთხოება, არამედ იმ უხეში ჰომოფობიური რიტორიკის დაგმობაც, რომელსაც ადგილი ჰქონდა “პრაიდის” წინა პერიოდშიც. LGBTQI საზოგადოება შეიძლება, იყოს უმცირესობა საქართველოში, მაგრამ მათ აქვთ უფლება, რომ ისინი დაიცვან სამართალდამცავმა ორგანოებმა”, – განაცხადა კალიურანდმა.

 

წყარო: აქცენტი

banner
წინა სტატიაშიროდიდან გაიხსნება რეგისტრაცია „ასტრაზენეკას“ მეორე დოზებისთვის-“მალე გახდება ცნობილი”
შემდეგი სტატია“პირბადის გამოყენებაზე ჩვენ ჯერ უარს ვერ ვიტყვით”