ევროპარლამენტარი: უგულავა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა – ციხეში

“ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოში ბოლო პოლიტიკური განვითარებით. ქვეყანას პოლიტიკური რევანშების დიდი გამოცდილება აქვს. დასანანია, რომ წარსული მტკივნეული აწმყო ხდება. ნებისმიერი პოლიტიკური აქტორი, და უგულავა ერთერთი საკვანძო ფიგურაა, მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს და არა – ციხეში ”
ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი Twitter-ის გვერდზე ასე გამოეხმაურა ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, დაკავებას. ნაჩო სანჩეს ამორი ევროპარლამენტში სოციალისტებისა და დემოკრატების ჯგუფს წარმოადგენს, რომლის წევრიც ქართული ოცნებაა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთში გამეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ სამი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი : ვეცდებით, ვიპოვოთ შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი განახლდეს