ევროპარლამენტარი – “თავისუფლება მიშას ნიშნავს – თავისუფლება საქართველოს”

“თავისუფლება მიშას, ნიშნავს თავისუფლება საქართველოს” – ასე ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი.

“არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას ფიქრობს სააკაშვილზე, მთავარი ისაა, რომ საქართველოს მართლმსაჯულება არ არის დამოუკიდებელი და ეს არის პოლიტიკური საქმე. ეს ყველამ იცის და პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა საკუთარი პირით თქვა, რომ თუ სააკაშვილი კარგად მოიქცევა ციხეში, ანუ პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს მაშინ მას დამატებით მუხლებს არ წაუყენებენ, და თუ ცუდად მოიქცევა, ანუ კიდევ გააკეთებს პოლიტიკურ განცხადებებს, მაშინ მეტ დროს გაატარებს ციხეში. რას ნიშნავს ეს?! რომელ დემორკატიულ ქვეყანაში წყვეტს პრემიერმინისტრი ვის რამდენი ბრალი უნდა წაუყენონ და ვინ რამდენი ხანი უნდა გაატაროს საპატიმროში, ასე რომ, თუ აქამდე ამაში ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, ახლა ღარიბაშვილმა თავად აღირა ყველაფარი, მან ხელი მოაწერა, რომ ეს არის პოლიტიკური საქმე”, – თქვა გლუკსმანმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ომი ივანიშვილმა, “მასზე მიტმასნილმა თაღლითებმა და სხვა რეაქციულმა ძალებმა” გამოუცხადეს. ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ევორკავშირმა ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაარქვას.

წყარო: “მთავარი არხი”

banner
წინა სტატიაშიანა ფოტიგა სააკაშვილის პატიმრობაზე – საჭიროა, მისი გათავისუფლება ყველამ, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებამაც მოითხოვოს
შემდეგი სტატიაკალიურანდი სააკაშვილზე – საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა და ველით, რომ ყველაფერი შესაბამისად წარიმართება