ევროპარლამენტარი – საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ახალი ეტაპია

საქართველოს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ახალი ეტაპია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩენემ განაცხადა.

„ეს ნიშნავს მეტ ანგარიშვალდებულებას, განსაკუთრებით მმართველი პარტიისთვის. ასევე, ნაკლებ სიძულვილს პოლიტიკაში, გამჭვირვალე არჩევნებს, მედიის თავისუფლებას და პოლიტიკურ ოპოზიციას, რომელიც მტერი არ არის, არამედ დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.

საქართველოში შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პოლიტიკური პარტიების ნაწილმა 19 აპრილს მოაწერა ხელი.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთის ვიცე-პრემიერი – მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოში პოლიტიკურ შეთანხმებას
შემდეგი სტატიაშარლ მიშელი – პოლიტიკური კრიზისი უკან მოვიტოვეთ და ეს ახალ დასაწყისს წარმოადგენს