ევროპარლამენტარი – მოვუწოდებ მთავრობას, თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაკავებას ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსიც გამოეხმაურა. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მიხეილ სააკაშვილის შემდგომი დევნისგან.

“მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან და აჩვენოს ძალიან საჭირო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია”, – წერს twitter-ზე ევროპარლამენტარი.

banner
წინა სტატიაშიჯიმ რიში – საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს
შემდეგი სტატიამე პუტინის პირადი პატიმარი ვარ – სააკაშვილის წერილი ზელენსკის