ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები მზად იყვნენ შეხვედროდნენ პრემიერ ღარიბაშვილს

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები მზად იყვნენ შეხვედროდნენ პრემიერ ღარიბაშვილს ან მთავობის სხა წარმომადგენლებს, თუმცა კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, “ქართული ოცნების” წევრები ბრიუსელში არ ყოფილან.

“ოპოზიციის წევრები ბრიუსელში ვიზიტისას ყოველთვის ამბობდნენ, რომ სურდათ საქართველოს მიეღო კანდიდატის სტატუსი, გვეკითხებოდნენ რჩევებს, რა შეიძლებოდა გაეკეთებინათ, რომ ეს პროცესი დადებითად გადაწყვეტილიყო, ძალიან მოწადინებული იყვნენ. რაც შეეხება ღარიბაშვილს, მე ის ბრიუსელში არ მინახავს, თბილისში ვნახე, როცა არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიით ვიმყოფებოდი. ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები რომ ჩამოსულიყვნენ ბრიუსელში და ჩვენთან ესაუბრათ თავიანთ წუხილზე, შესაძლებელი იქნებოდა რაიმეს დასახვა, მაგრამ მათ ეს არ გაუკეთებიათ.

“ქართული ოცნების” წევრები ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ სურდათ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ როცა საქართველოში ბრუნდებოდნენ, სხვანაირად საუბრობდნენ, თავს გვესხმოდნენ და გვაბრალებდნენ, თითქოს ფეიკებს ვქმნიდით”, – თქვა მარკეტა გრეგოროვამ.

banner
წინა სტატიაშისაქართველო იყო პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელიც რუსეთმა დასაჯა, დროა EU-მ ისაუბროს ძალის ენით – კრამონი
შემდეგი სტატია“ყოფილი პრეზიდენტისა და ოპოზიციური არხის ხელმძღვანელის გათავისუფლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა ევროპულ გზაზე”- რასა იუკნევიჩიენე