ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი დაინტერედა, საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს უარი მიღებული შენგენის ვიზის მიღებაზე

ევროპარლამენტარი მარია გაბრიელი ვიზალიბერალიზაციის საკითხის განხილვისას, დაინტერედა საქართველოს რამდენ მოქალაქეს აქვს უარი მიღებული შენგენის ვიზის მიღებაზე და რა იყო უარის მიზეზი.

ევროკომისიის წარმოამდგენლებისგან მარია გაბერიელმა პასუხად მიიღო, რომ 2015 წელს საქართველოში ვიზების მიღების მსურელთა 12,9 %-მა მიიღო უარი, უარის თქმის ძირითად მიზეზი კი საბუთების არასრულყოფილად წარდგენა იყო.

“ვიზების საკითხი ჩემთვის ფუნდამენტურია. მსურს, რომ გამოწვევები ვაქციოთ შესაძლებლობებად, როდესაც მსგავს ანგარიშს განვიხილავთ, მსურს აღვნიშნო, თუ რამდენად მნიშვმელოვანია ევროპარლამენტისთვის იყოს ინფორმირებული. როდესაც ვსაუბრობთ ვიზებზე, ერთი რამ უნდა გვახსოვდეს – ეს მხოლოდ მოქალაქეების კეთილდღეობისთვის კეთდება. ეს იქნება დადებითი ნაბიჯი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებს გააუმჯობესებს”, – განაცხადა მარია გაბრიელმა.

banner
წინა სტატიაში“მსურს, მხარდაჭერა გამოვუცხადო საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს”
შემდეგი სტატიათბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით სააღდგომოდ დამატებითი მატარებელი ინიშნება