პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში ვახო სანაიას დაკავებას ეხმაურება.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა და ევროკავშირს არ შეუძლია ჩუმად დარჩენა.
„საქართველოში ჟურნალისტი ვახო სანაია 14 დღით დააპატიმრეს “ფეისბუქ” პოსტისთვის.
„ქართული ოცნების“ რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა. ევროკავშირს არ შეუძლია ჩუმად დარჩენა. [ევროკომისიის პრეზიდენტო] უსრულა ფონ დერ ლაიენ, [გაფართოების საკითხებში ევროკომისარო] მარტა კოს, [ევროკავშირის უმაღლესო წარმომადგენელი] კაია კალას – ძლიერი და გადამწყვეტი ქმედების დროა!” – წერს ბრეიზა.















