10.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

ევროპარლამენტარი ჰელმუტ ბრანდშტეტერი პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს

მოვითხოვთ პატიმრობაში მყოფი პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას – ევროპამ თვალი არ უნდა დახუჭოს, როდესაც დემოკრატიულ ხმებს ახშობენ, – ამის შესახებ ავსტრიელი ევროპარლამენტარი, ჰელმუტ ბრანდშტეტერი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სამ სხვა ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას, რომლითაც პაატა ბურჭულაძის, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვენ.

„სამ სხვა ავსტრიელ ევროპარლამენტართან ერთად ხელი მოვაწერე ერთობლივ განცხადებას, რომლითაც მოვითხოვთ პატიმრობაში მყოფი ცნობილი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებას. თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ყველა შესაძლო საშუალებით უნდა იყოს დაცული”, – წერს ევროპარლამენტარი.

banner
წინა სტატიაშილევან სამუშია: სარჩელში სამართლის ნატამალს ვერ იპოვით! ეს არის ქვეყნისთვის ცუდ განზრახულობათა კრებული
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელზე „ალდეს“ განცხადებას ეხმაურება