ევროპარლამენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა გააკრიტიკა ევროკავშირი იმის გამო, რომ EU სათანადოდ არ რეაგირებს მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე საქართველოში.
სანჩეს ამორმა თქვა, რომ უსარგებლოა სანქცია, რომლითაც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს შეუწყდათ უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან.
ვფიქრობ, უნდა გამოვიკვლიოთ, ზოგიერთი ელჩის ეს “მფერებლის” პოზიცია მათი დედაქალაქების ბრძანებაა თუ პირადი პოზიცია. რადგან ერთადერთი გზა, რითაც შეგვიძლია, გავზომოთ ერთგულება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის მიმართ, ელჩებია. არის ზოგიერთი ელჩი – არ მინდა ვინმეს დასახელება, რომლებსაც ნამდვილად უცნაური დღის წესრიგი აქვთ მაშინ, როცა ავტორიტარულ მთავრობას უყურებენ”, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.















