ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა 2 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოდის

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა 2 ოქტომბრის არჩევნებზე დასაკვირვებლად საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ მან პოსტი Twitter-ზე ქართულ ენაზე გამოაქვეყნა.

ევროპარლამენტარის განცხადებით, აუცილებელია არჩევნები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს:

“საქართველოში მივემგზავრები, მაღალი მნიშვნელობის ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად. უცილებელია არჩევნები მშვიდ და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდეს, არსებული დაძაბულობის მიუხედავად. #წარმატებები #საქართველო” – წერს ანა ფოტიგა.

banner
წინა სტატიაშიაჭარისა და იმერეთის პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ორი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე „სისხლიან ბანერებთან“ დაკავშირებით დასკვნას არ ეთანხმება