ევროპარლამენტარებმა საქართველოში არსებული პრობლემები თავად ნახეს – რომან გოცირიძე

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის შემაჯამებელი სესია დილიდან განახლდა, დღის წესრიგში ასოცირების ხელშეკრულების ვალდებულებები და მიღწევები იქნება.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია აღნიშნავს, რომ ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ასოცირებული შეთანხმების ფარგლებში განხილული თემს შეეხებიან.

“დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემაა ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიღწეული შედეგები, რომელიც უკრაინაში საქართველოსა და მოლდოვაში იყო განხილული და სწორედ ამის შედეგებზე იქნება დღეს საუბარი,” – აღნიშნა რომან კაკულიამ.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე, ევროპარლამენტარებთან შეხვედრას ნაყოფიერად აფასებს.

“ნაყოფიერი იყო ეს შეხვედრები. თითქმის ასამდე ევროპარლამენტის წევრი იმყოფება საქართველოში და მათ თავიანთი თვალით ნახეს აქ არსებული პრობლემები,” – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაშიჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ქართული მხარე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხს დააყენებს
შემდეგი სტატიაექიმების ინფორმაციით, დიღომში, გადასასვლელ ხიდზე დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია