ევროპარლამენტარებმა რა იციან აქ რა ხდება… რით ამტკიცებთ, რომ ბიძინა ოლიგარქია – გორის საკრებულოს თავმჯდომარე

“ევროპარლამენტარებმა რა იციან აქ რა ხდება… რით ამტკიცებთ, რომ ბიძინა ოლიგარქია” – ასე მიმართავს გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ჟურნალისტებს და ამბობს, რომ “ევროპაში განათლებამიღებული ირაკლი ღარიბაშვილო” ქვეყნის სასიკეთოდ მოქმედებს.

გორელი “მეოცნებეები” ისევ განაგრძობენ ქვეყნის დასავლელი პარტნიორების ლანძღვას და სკანდალურ განცხადებებს პირდაპირ კრემლის პროპაგანდისტული მედიის ეთერებში აკეთებენ.

“წლევანდელი 20 ივნისის აქციაზე იყო ისევ და ისევ შუღლის გაღვივება. ისევ და ისევ ლანძღვა ხელისუფლების. ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს და ის არის პატრიოტი, მისი გეზი არის ევროპისკენ მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, გუშინ მე აღვნიშნე კიდევაც, რომ არავის არა აქვს უფლება, 1 მილიონი ადამიანის მიერ არჩეული ხელისუფლება, ფაქტიურად თქვენც და ვინც პროპაგანდას ეწევა ანტიოცნებისა, ფაქტიურად, იმ 1 მილიონ ადამიანს შეურაცხყოფას აყენებს…

ევროპაში განათლებამიღებული ირაკლი ღარიბაშვილი და ის რა ქვია, ვაშაძე, ალასანია და კეზერაშვილები ფიქრობენ, რომ ევროპა გვინდაო? მე ისიც ვიცი, რომ ევროპის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ და ამას გააკეთებს ისევ ხელისუფლება და არა ის დადგმული სპექტაკლი, როგორიც იყო 20 ივნისს… ევროპარლამენტარებმა რა იციან აქ რა ხდება. ევროპარლამენტარმა რა იცის. რას ჩაუტანს ისინი, ვინც დადიან, ეხლა აღარ მინდა კონკრეტიკა გავაკეთო, რასაც ჩაუტანენ, იმათ ნარატივებს გვაფრქვევენ მერე იქიდან.

ბიძინა ივანიშვილი არ უხსენებია არც შარლ მიშელს, არც ბორელს და არც იმ დიდ პირებს… ოლიგარქებში კონკრეტიკა არა ყოფილა. იძახით თქვენ რომ ბიძინა ოლიგარქია, რით ამტკიცებთ, – ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე.

წინა სტატიაშიგრიგოლ გეგელია – ბროუსელში “ლელოსა” და ყველა პრო-ევროპელი ქართველის სახელით, საქართველოს ყველა პარტნიორს კიდევ ერთხელ გადავეცი რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს ევროპული პერსპექტივის მოსპობა
შემდეგი სტატიასწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ქართველ ხალხსა და მათ ხელისუფლებას შორის, უფსკრულზე ვსაუბრობდი – გონჩარენკო ღარიბაშვილზე