ევროპარლამენტარების ვალდებულებაა, რომ ქართველ ხალხს დავეხმაროთ – იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარების ვალდებულებაა, რომ ქართველ ხალხს დავეხმაროთ – ეს განცხადება რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ქართველი ხალხის 300 დღიან თავდადებულ ბრძოლას ევროპის მიერ უფრო სათანადო მხარდაჭერა სჭირდება.

იუკნევიჩიანემ დღეს კიდევ ერთელ გაიმეორა, რომ საქართველო ტოტალიტარული ძალის მიერ იმართება.

ქართველები იბრძვიან ქუჩაში, 300 დღეზე მეტია. მალე ერთი წელი გახდება მათ ბრძოლიდან. ისინი მეუბნებიან, რომ არასდროს დანებდებიან, არასდროს დანებდებიან, რომ იბრძოლონ ევროპული მომავლისთვის. ჩვენი ვალდეულებაა, როგორც ევროპარლამენტარების, რომ მათ დავეხმაროთ. საქართველო ტოტალიტარული ძალის მიერ იმართება. ხალხს არ უნდა უკან დაბრუნება, მათ უნდათ წინ წასვლა. ჩვენი ბრძოლაც არ დასრულებულა”, – ამბობს იუკნევიჩიენე.

banner
წინა სტატიაში„შესაძლოა, ეს დადგმული პროვოკაცია იყო“ – რასა იუკნევიჩიენე სასახლის ღობის საქმეზე
შემდეგი სტატია“ფეხებგაფარჩხული კეტავენ გზას” – პაპუაშვილი აქტივისტების წინააღმდეგ