ევროპარლამენტარები შეხვედრისას სწორედ ამ საკითხს აყენებდნენ, რომ ჰუმანიტარული ნიშნით უნდა გათავისუფლდეს – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

მოჰყვება თუ არა რეაგირება ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ციხიდან ჰუმანიტარული ნიშნით გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი, რათა მან საზღვარგარეთ სათანადო მკურნალობა გაიაროს – “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის ეს მოწოდება მიუღებელია. ისინი დოკუმენტს “ფეიკს” უწოდებენ და ამბობენ, რომ მას “ჩალის” ფასი აქვს.

სამოქალაქო სექტორის შეფასებით, მნიშვნელოვანია შესრულდეს ევროპელი დეპუტატების რეკომენდაციები მით უმეტეს, მაშინ როცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესებულია.

მესამე პრეზიდენტის საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობს მისი ოჯახიც. გიული ალასანიას თქმით, ევროპარლამენტარები ლოგიკურად აფასებენ ქვეყანაში არსებულ ვითარებას.

“როცა მქონდა შეხვედრა ამ პარლამენტარებთან, სწორედ ასე იდგა იქ საკითხი, რომ ჰუმანიტარული ნიშნით უნდა ყოფილიყო ის გათავისუფლებული ამ ეტაპზე. აქ 9 დიაგნოზი დასახელდა, მძიმე დიაგნოზებია. ჩვენივე ექიმები ამბობენ, რომ ასეთ ერთად ამ დაავადებების მკურნალობის გამოცდილება არავის აქვს ჩვენ ქვეყანაში და ამიტომ არის საჭირო, რომ გადაყვანილი იქნას სხვა კლინიკაში”, – თქვა გიული ალასანიამ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის გენშტაბი – ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო, რუსულმა ქვედანაყოფმა ომზე უარი თქვა
შემდეგი სტატიაადვოკატი – ბიძინა ივანიშვილი ძალიან მშვიდად უდგება ამ საქმეს, შეეგუა არა უსამართლობას, არამედ ამ ზეწოლას