11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ევროპარლამენტარები „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ

ევროპარლამენტარები კშიშტოფ ბრეიზა და მიხალ შჩერბა ტელეკომპანიების, „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივის“ დასანქცირებას ითხოვენ.

კერძოდ, ბრეიზასა და შჩერბას შესწორების მიხედვით, „იმედი“, „რუსთავი 2“ და „პოსტივი“ მოხსენიებულია „დეზინფორმაციისა და ანტიევროპული პროპაგანდის გავრცელების“ კონტექსტში.

შესწორებაში აღნიშნულია, რომ ისინი მოქმედებენ „როგორც „ქართული ოცნების“ რეჟიმის დე ფაქტო საკომუნიკაციო ინსტრუმენტები“. შესწორების ავტორები ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, „განიხილონ შესაბამისი და პროპორციული შემზღუდავი ზომები იმ პირებისა და ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აღნიშნული კამპანიების ორგანიზებასა და დაფინანსებაში მონაწილეობენ“.

banner
წინა სტატიაშირუმინეთის პარლამენტმა პროევროპელი პრემიერ-მინისტრის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა
შემდეგი სტატიაევროპარლამენტარები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის დასანქცირებას ითხოვენ