ევროპარლამენტარები: განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება

ევროპარლამენტარებმა საქართველოში მიდინარე პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

“ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულნი ვართ, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა ვერ შეძლეს შეთანხმება გასულ სამშაბათს ევროკავშირის უდიდესი ძალისხევის მიუხედავად, რაც მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად გასწია. ეს შედეგი როგორც მმართველი, ისე მოლაპარაკებებში მონაწილე ძირითად ოპოზიციური პარტიების ბრალია, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა მმართველ პარტიას ეკისრება”, – ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

დევიდ მაკალისტერი (გერმანია), საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;
მარინა კალიურანდი (ესტონეთი), დელეგაციის თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობებში;
ანდრიუს კუბილიუსი (ლიტვა), ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე;
ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერისა და საარჩევნო კოორდინაციის ჯგუფის მთავარი წევრი საქართველოში;
სვენ მიკსერი (ესტონეთი), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ;
მაიკლ გალერი (გერმანია), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი უკრაინის საკითხებზე;
პეტრას აუშტრიავიჩიუსი (ლიტვა), ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი ბელორუსის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიიაპონური ავიაკომპანია თვითმფრინავში სადილს 540 დოლარად გაყიდის
შემდეგი სტატიაპოზნერი: ადამიანები, რომლებმაც ეს შეკრება მოაწყვეს, ყურადღების ღირსნი არ არიან