ევროპამ გვითხრა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება – ნიკა მელიას საგანგებო განცხადება

“ევროპამ გვითხრა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება” – ასე ეხმაურება “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია ევროპარლამენტის რეზოლუციას. ის “ქართულ ოცნებას” მიმართავს და ახსენებს, რომ იმისთვის, რომ ევროპა დაარწმუნოს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებში, ორი კვირა აქვს დარჩენილი – “თქვენ გაქვთ ორი კვირა იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეთ”.

“გამოვხატავთ შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს საქართველოს პოლიტიკასა და ეკონომიკაში. ასევე ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამ კრემლთან ივანიშვილის პირადი და ბიზნესკავშირების გამო, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის მიმართ სანქციების დაწესების თაობაზე. მოვუწოდებთ ევროპულ საბჭოსა და დემოკრატიულ პარტნიორებს, გაითვალისწინონ ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესება”, – ამბობს მელია.

banner
წინა სტატიაში„ქართული ოცნება” გვართმევს ევროპულ პერსპექტივას – ივანიშვილი სანქციების მიუხედავად თავის ლუკმა – პურს იშოვის, მაგრამ მშიერი შეიძლება აღმოჩნდეს მთელი საქართველო – ვაშაძე
შემდეგი სტატიაილია დარჩიაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ვიცე-პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა